ზუგდიდის მერია საახალწლო საჩუქრებისთვის 28000 ლარს დახარჯავს


როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გვატყობინებს,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, წინასაახალწლოთ, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს. სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ: მრავალშვილიან ოჯახებს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს, მარტოხელა მშობლებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულებს და უფასო სასადილოს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს. 550 ადამიანს. ასევე, სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი, აუტიზმის დღის ცენტრის, ნეიროგანვითარების ცენტრის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ტკბილეულის სასაჩუქრე პაკეტებია გათვალისწინებული და სოციალურად დაუცველი პირველკლასელთათვის. ჯამში საჩუქრებისთვის 28 000 ლარამდეა გამოყოფილი.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!