ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ


 დევნილი ბავშვებისათვის ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთსულოვნებამ’’ და დევნილთა დასახლებაში, ლაღიძის #4- ში მცხოვრებმა დედებმა, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართეს. საინიციატივო ჯგუფის წევრები ითხოვენ, დასახლებასთან ახლოს, აშენდეს, ან ახლოს მდებარე საბავშო ბაღები გაფართოვდეს.

 დევნილმა სალომე ხარებავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დევნილთა დასახლებაში 120 სკოლამდელი ასაკის ბავშვია, რომლისთვისაც საჭიროა დასახლებაში საბავშო ბაღის არსებობა. „მერიაში კომპეტენტურმა პირებმა მითხრეს, რომ ბაღისთვის შესაბამისი ტერიტორია გამოყოფილია, იმედი მაქვს უახლოსეს მომავალში ჩვენი ბავშვები შესძლებენ ახალ საბავშვო ბაღში წასვლას.’’-უთხრა ჟურნალისტებს სალომე ხარებავამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=KyRpZO0kyUw[/embedyt]

დევნილთა დასახლებაში არსებული სათემო ორგანიცაციის „ერთსულოვნების’’ წარმომადგენელის კახა ჯინჯოლიას თქმით, დევნილთა დასახლებაში რეგისტრირებულ 98 ბავშვს არ აქვს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან ახლომდებარე საბავშვო ბაღებში არ არის ადგილები, ხოლო მშობლების ნაწილს შორ მანძილზე ბავშვების გადაადგილება უჭირს. მისივე თქმით, დასახლებაში მცხოვრები ოჯახების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და კერძო ბაღებში გადასახადების გადახდას ვერ ახერხებენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!