- ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სამტრედიასა და ქუთაისში დაგეგმილი გასტროლები გადადო.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “სამანიშვილის დედინაცვალი” რომელიც 21 ნოემბერს სამტრედიაში, ხოლო 22 ნოემბერს ქუთაისში უნდა გამართულიყო, დეკემბერში ჩატარდება.
ადმინისტრაციის განმარტებით, უკვე შეძენილი ბილეთები ავტომატურად იმოქმედებს 6 და 7 დეკემბერს დაგეგმილ ჩვენებებზე.
ბილეთების დაბრუნების მსურველებს კი შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეატრს ნომრებზე: 593 902 223; 595 407 001.
