გუბერნიაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა


დღეს, სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაგაიმართა.

სხდომაზე 2014 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები განიხილეს. საბჭოს წევრებმა ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ცვლილებები გამოწვეულია მუნიციპალიტეტების მუშაობის პროცესში გამოვლენილი ახალი პრიორიტეტული მიმართულებებით, რამაც გამოიწვია 2015 – 2017 წლების სამოქმედო გეგმაში დამატებით ახალი პროექტების ასახვა და არსებული პროექტების კორექტირება.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები საკონსულტაციო საბჭოს წევრებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.2015 – 2017 წლების სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები, ზუგდიდის, მარტვილის, აბაშის და მესტიის მუნიციპალიტეტებს შეეხო.სამოქმედო გეგმაში აისახა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პროექტი. არსებული გზა ავარიულია, ის ერთადერთია, რომელიც ინგირის რკინიგზის სადგურს უკავშირდება. ღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს, აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ მარანის ცენტრიდან სოფელ თხმელარის მიმართულებით გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის საკითხს. აღნიშნული გზაუკავშირდება, როგორც ცენტრალურ მაგისტრალს და შემდეგ მუნიციპალიტეტის ცენტრს, ასევე მეზობელ მუნიციალიტეტში (სამტრედია) მდებარე ცენტრალურ ბაზარს.სამოქმედო გეგმაში აბაშიდან კიდევ 2 ცვლილება შევიდა. რომელიც სოფელ ზანათში მდინარე აბაშის ხიდიდან სოფელ ნოსირის საზღვრამდე გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობას და თხმელ არის მაღაზიიდან საძოვრების მიმართულებით გზის მშენებლობას შეეხო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!