ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს


დღეს, #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  მირანდა მესხმა და კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს. კანონის უზენაესობა, პატივისცემა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პროფესიონალური ქცევა – ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპებია. ეთიკის კოდექსს ერთდროულად ქვეყნის მასშტაბით ხელი მოაწერეს 7 საოლქო საარჩევნო კომისიის 91 წევრმა და მათში შემავალი 45 საუბნო საარჩევნო კომისიის 583 წევრმა. კოდექსზე ხელისმომწერი კომისიების წევრები თანხმდებიან, უზრუნველყონ კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ მიუკერძოებლები და უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემო.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=oJdUVChHIQk[/embedyt]

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!