კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარაში, 111 კი თბილისში გამოვლინდა


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარას, 111 კი თბილისს უკავშირდება.

“სასიამოვნოა, რომ აჭარაში შედარებით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადასტურებულების 51 პროცენტია, რაც შეესაბამება 259 შემთხვევას, იმატებს თბილისში, სადაც 22 პროცენტია, 111 პაციენტი, იმერეთში – 91 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 25, გურიაში – რვა, ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში -5-5, შიდა ქართლსა და კახეთში -ორი”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე განმარტებით, 4 518 აქტიური შემთხვევიდან 58 კრიტიკულად მძიმეა, აქედან რვა ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!