ზუგდიდში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 694 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა.

“მათგან გვაქვს 26 დადებითი პასუხი. აქედან 15 შემთხვევა გვაქვს ზუგდიდში, მათ შორის არის 10 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 3 დარაჯის კლასტერის კონტაქტია, 1 ცხელებით რუხის კლინიკაში შესული პაციენტის კონტაქტია. 1 შემთხვევა დაფიქსირდა მაღაზია “საგაში” მიმდინარეობს კვლევა და კონტაქტის მოძიება.  რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, უკავშირდება ბათუმის კლასტერს. 4 შემთხვევა დადასტურდა ხობში და ის უკვე დაფიქსირებული შემთხვევის პირდაპირი კონტაქტები არიან. რაც შეეხება დარჩენილ 4 ინფიცირებულს ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მცხოვრენი არიან. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 186 მოქალაქეს.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, მათგან 5 ზუგდიდის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, ერთი კი აჭარის რეგიონიდანაა, რომელიც ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 133 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!