კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში დაფიქსირდა


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან, 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში დაფიქსირდა.

“სამწუხაროდ, შემთხვევებმა მოიმატა თბილისში, 44 პროცენტია, რაც შეესაბამება 297 ახალდადასტურებულ შემთხვევას. აჭარაში ინფიცირების რაოდენობა მცირედით შემცირდა, 189 შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში 150 ინფიცირებულია, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. კერძოდ, შიდა ქართლში არის 12 შემთხვევა, ქვემო ქართლში – 11, მცხეთა-მთიანეთში- ცხრა, გურიაში- ექვსი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – სამი, კახეთში არის ორი და სამცხე-ჯავახეტში ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!