კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი www.er.moh.gov.ge ამოქმედდა


  • კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი www.er.moh.gov.ge ამოქმედდა.

მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ კოვიდ -19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ.

112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

11 − ten =

Akismet ანტისპამი