კვაზი მანტკავა-ზურაბ ანთელავა “სარკმელში”


ცნობილი სერიალის “ჩემი ცოლის დაქალები” გმირი კვაზი მანტკავა, რომელსაც მსახიობი ზურაბ ანთელავა განასახიერებს, დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბს “სარკმელს” ესტუმრა.“სარკმელელებმა” მსახიობს, რომელიც ჩვენი თნამემამულეა და წარმოშობით შამგონელია, არერთი შეკითხვა დაუსვეს მის მიერ შესრულებული როლების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ზურაბ ანთელავას ძალიან უყვარს ახალგაზრდები და ამდენად არც დაიზარა მათ შეკითხვებზე ვრცელი და ამომწურავი პასუხების გაცემა. “მე ახალგაზრდებთან სიახლოვე მეხმარება იმაში, რომ გავიგო რას ფიქრობენ ისინი და მეც გავხდე ისეთი, როგორიც მათ სურთ რომ ვიყო”

ზურაბ ანთელავამ თქვა, რომ მოეწონა ხალგაზრდების შეკითხვები, რადგან ნახა, რომ ისინი შეკითხვებს სვამენ არა მარტო იმისთვის, გაიგონ მისი აზრი, არამედ იმისთვის,  გაარკვიონ მომავალში თავიანთი დანიშნულება. “თუ ახლოს ხარ ახაგაზრდობასთან, ე.ი. თანამედროვედ აზროვნებ და ხედავ და აკმაყოფილებ ამ თანამედროვეობის მოთხოვნილებებს, როგორც შემოქმედებაში ასევე ყოფით ცხოვრებაში”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!