ზუგდიდელებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 1989 წლის, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. 

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის განვითარების სასახლის აღსაზრდელებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს და ისაუბრეს მათ ღვაწლზე ქვეყანაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ 9 აპრილი არის ტკივილიანი და ამავე დროს, ამაღლებული ჩვენი ერის ისტორიაში. “მადლობას ვუხდით, იმ შეწირულებს, თავდადებულებს, ასევე უზენაესი საბჭოს წევრებს, რომელთაც მოგვიპოვეს დამოუკიდებლობა. ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ქალაქიდან იყო ხელმომწერი დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის, მათ შორის გახლდათ ჩვენი კოლეგა ბატონი თამაზ ჟორჟოლიანი, რომელიც სამწუხაროდ, ტრაგიკულად დაიღუპა. მე მინდა ყველას დღევანდელი დღე მივულოცო და სახსოვარი იქნება მუდამ ჩვენი ქვეყნისთვის 9 აპრილი, როგორც ტრაგიკული ასევე დამოუკიდბელობის აღდგენის ერ-ერთი მთავარი საფუძველი და თარიღი. დიდება მათ სულებს.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=xbTbVLt1ZmI[/embedyt]

სოსო ლაგვილავამ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ 9 აპრილი არის დიდი გამარჯვების დღე და ამავდროულად, გლოვის დღეც.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=wkebdjhGPac[/embedyt]

9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!