- იტალიაში პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იტალიელები ვალდებულები არიან, პირბადე ატარონ მაღაზიებში, ოფისებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბარებსა და რესტორნებში, როდესაც მაგიდებთან არ სხედან. დახურულ სივრცეებში კი, კერძო სახლების გარდა, პირბადის ტარება ყველგან სავალდებულოა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განმარტებით, ზომების გამკაცრება საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს კარანტინი, რომელიც ეკონომიკას ანადგურებს.
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათიდან გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან და ჩეხეთიდან იტალიაში ჩასული პირებისთვის კოვიდ 19-ზე ტესტის ჩატარება სავალდებულო გახდა.
იტალიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 678 ახალილ შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 24 აპრილის შემდეგ.