ირაკლი ჩიქოვანი ბრიფინგს მართავს


დღეს, „თავისუფალი დემოკრატების“  ზუგდიდის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ოფისში ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იყენებს ადგილობრივი ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ადმინისტრაციული რესურსებს.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ZC5lqqlkJcE[/embedyt]

ჩიქოვანის თქმით, ისინი აპირებენ უწყებათა შორის კომისიას მიმართონ რათა, მიიღონ კონკრეტული რეკომენდაცია ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ.

ჩიქოვანის ბრალდებებს უპასუხეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში. მერიის საბიუჯეტო საფინანსო სამსახურის უფროსის მურთაზ ბოკუჩავას თქმით, საბიუჯეტო სახსრების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისათვის არ შეესაბამება სიმართლეს. მისი თქმით,  უკანონოდ ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება, ყველაფერი კანონის ფარგლების გათვალისწინებით ხდება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=1nRKo0XzZ_w[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!