ჯეჯელავა ზუგდიდელ პედაგოგებს შეხვდა


დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ზუგდიდში,  სკოლის დირექტორებსა და  პედაგოგებს შეხვდა, მათ  თავისი შეხედულებები და მოსაზრებები გააცნო. მინისტრმა  ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე და სამომავლო გეგმებზე. მინისტრის თქმით, ის ყოველთვიურად ცდილობს. თვეში რამდენჯერმე ეწვიოს რაიონებს  და მოისმინოს იქ არსებული მდგომარეობა, მისი თქმით, სამინისტრო პედაგოგებთან  აპირებს მჭიდრო კავშირის დამყარებას და თანამშრომლობას. „ ამ ხალხს უნდა ვკითხოთ რა რეფორმებია გასატარებებლი საგამნათლებლო სისტემაში, იმისთვის, რომ სკოლა გახდეს უკეთესი“- განაცხადა ჟურნალისტებთან  ჯიჯელავამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=CQt6LraMQqI[/embedyt]

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!