79 წლის ციალა ჯოჯუამ შიმშილობა შეწყვიტა


79 წლის ციალა ჯოჯუამ, წუხელ, გვიან ღამით, შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია„zugdidelebi“ ge-ს შვილმა ლალი ცირდავამ მიაწოდა.  მოშიმშილე ქალბატონს ქალაქის მერი და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია შეხვდნენ და  დაპირდნენ პრობლემების ერთ თვეში მოგვარებას.

ლალი ცირდავას განცხადებით: „გუშინ გვიან საღამოს, დაახლოებით ათ საათზე, მოგვიყვანეს მერიის თანამშრომლებმა მანქანით სახლში. ჩვენ შეგხვდა ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და მერიის სხვა თანამშრომლები. შეხვედრაზე იმყოფებოდა ამხანაგობის თავმჯდომარე ცისანა მამარდაშვილი. მე მათ, დეტალურად, ველაპარაკე, წარვუდგინე დოკუმენტები და ავუსხსენი სიტუაცია, ამის შემდეგ, დამპირდნენ და მითხრეს ბინებს გადაგიფორმებთო და სარემონტო სამუშაოებსაც დავასრულებთო. დედაჩემს არ უნდოდა შიმშილობის შეწყვეტა, მაგრამ ქალაქის მერმა გვთხოვა. ვნახოთ დანაპირებს თუ შეგვისრულებენ.”

ლალი ცირდავას დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. გარკვეული პერიოდი იშიმშილა კიდეც. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მისი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!