ზუგდიდში “ოცნების” ლიდერები რეგიონულ შეხვედრას გამართავენ


  • დღეს, 15 ოქტომბერს, ზუგდიდში, მთავარ მოედანზე, “ქართული ოცნების” ლიდერები რეგიონულ შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრაზე ელოდებიან პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

ინფორმაციისთვის: ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ “ქართული ოცნების” საარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებით, 15-16 ოქტომბერს, გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.ნდღეს, დილის 06:30-დან საღამოს 22:00-მდე, სრულად ჩაიკეტა აღმაშენებლის ქუჩა.

16 ოქტომბრის 18:00სთ-მდე, ზვიად გამსახურდიას გამზირი N45 მიმდებარედ ( ცენტრალური ბულვარი) ჩაკეტილი იქნება. ასევე, სრულად ჩაიკეტება მერაბ კოსტავასა და გამარჯვების ქუჩები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 + 6 =

Akismet ანტისპამი