დღეს, გენო ადამიას დაბადების დღეა


  • დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას დაბადების დღეა.

გენო ადამია 1990-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის ფორმირებაში.

1993 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. აფხაზეთის ომში მასთან ერთად, მისი ორი შვილი – გოჩა და ელგუჯა მონაწილეობდნენ.

გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!