- პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა იწყებს ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.
„მინდა, დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოგიდგინოთ ახალი ინიაციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე, ყველა ქალაქის, ყველა კურორტისა და დასახლებების ურბანულ განახლებას. აგრეთვე, პრგორამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. მოგეხსენებათ, საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის. ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და სრულად განვითარებების პირობების ყველგან გაუმჯობესება, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს.
ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს თითოეულ რეგიონში განახლებას, გაჯანსაღებასა და მოსახლოებისთვის ახალი შესაძლებლობის გაჩენას. რეგიონების განახლების პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი ითვალისწინებს პირველ რიგში ახალი სამუშო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. ასევე, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები აპრილში, ამ კვირაშივე გამოცხადდება. ჩვენი ვარაუდით, 63 მუნიციპალიტეტში ივნისიდან დაივწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს“, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.