ზუგდიდში, ახალკახათი-კოკის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს


  • ახალკახათი-კოკის დამაკავშირებელი 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს. მერის თქმით, გზის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება, პროექტის ღირებულება კი 1 200 000 ლარია.

,,ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ამჟამად ახალკახათი-კოკის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ვახორციელებთ. ეწყობა 3 კილომეტრამდე გზა. პროექტის ღირებულება 1 200 000 ლარია. ახალკახათი-კოკის დამაკავშირებელი გზის გარდა, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში კიდევ 15 გზის მოწყობა მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის ცენტრამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციაა“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.

მნიშვნელოვანია, რომ ხეცერასა და ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, ზუგდიდის 48-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრამდე მისასვლელი გზა სრულად რეაბილიტირებული იქნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!