“იმოგზაურე საქართველოსთვის”


  • მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ კამპანიაზე – “იმოგზაურე საქართველოსთვის”, რომელიც შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მთავრობის წევრებს კამპანიაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა, პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი სტუმრებისთვის. აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, პირველ რიგში უნდა მივეხმაროთ დარგს, უნდა მივეხმაროთ ტურიზმს, რომელიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა და, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ საქართველო, ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია, წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს გვინახავს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონებს, განსაკუთრებით იმ რეგიონებს, რომლებიც ტურისტულად იყვნენ მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!