ივნისში სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 22 ფაქტი გამოავლინეს


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 123 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 74 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 49 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 22 ფაქტი გამოვლინდა.

“ჯამში ამოღებულია 129 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen − 6 =

Akismet ანტისპამი