იაპონიის საელჩო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ორ ახალ პროექტს დააფინანსებს


  • იაპონიის საელჩოში სამი პროექტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელთა საერთო ღირებულება 336 554 აშშ დოლარია. აქედან ორი პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში მოხდება რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით აღჭურვა. მეორე პროექტი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში მობილური ვეტ-კლინიკის სერვისის შექმნას გულისხმობს.

პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში. ხელმოწერის ცერემონიას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, იაპონიის ელჩი საქართველოში – იმამურა აკირა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve + fifteen =

Akismet ანტისპამი