“თვალები გეტყვის”


 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკ.წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინიციატივით, ქალაქს ეწვია ახალგაზრდა პოეტი თემო შენგელაია, გაეცნო ბიბლიოთეკის მუშაობის პროცესს და თანამშრომლებს, დაინტერესდა ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკით, ისაუბრა ბიბლიოთეკისა და წიგნის მნიშვნელობაზე თანამედროვე ცხოვრებაში. 
საღამოს art haus-ში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკ.წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების და ბიბლიოგრაფიული განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა  პოეტის წიგნის “თვალები გეტყვის” პრეზენტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქისა და რაიონის წარმომადგენლები, პოეტის მეგობრები და თანაქალაქელები,რომლებმაც წაიკითხეს პოეტის ლექსები და დაუსვეს მას მათთვის საინტერესო შეკითხვები. საღამომ მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!