ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული ზუგდიდელ მკითხველებს შეხვდნენ


დღეს, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  ეთერ თათარაიძის და ამირან არაბულის  წიგნების პრეზენტაცია შედგა. ეთერ თათარაიძემ წარადგინა პოეტური  და პროზაული კრებულები: „100 ლექსი“ და „დევიღუპეთ.“ ამირან არაბულმა კი,  ჩანაწერების წიგნი „სულუქცევრად საკითხავნი“. წიგნები გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“.

ზვიად კვარაცხელია  –  მწერალი და გამომცემლი: „- ძალიან საინტერესოა ორივე წიგნი და ვფიქრობ, ამირან არაბულისა და ეთერ თათარაიძის წვლილი და დამსახურება ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეულია თანამედროვე ქართული ლიტერატურის ფოლკლორის კულტურული მემკვიდრეობის წინაშე.  ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა.

ეთერ თათარაიძე: “- პროზა ჩემთვის შეუჩვეველი ჟანრია, მაგრამ  წლების მანძილზე ვამუშავებდი. მე ვფიქრობ, რომ მკითხველი წიგნს სიამოვნებით მიიღებს. ერთდროულად არის ტრაგიკულიც და კომიკურიც, როგორებიც ვართ საერთოდ ქართველები, – ყურმოკრულს დანამდვილებით რომ ვლაპარაკობთ და საერთო არაფერი არ  აქვს სინამდვილესთან. ძალიან სერიოზული საზოგადოება ცხოვრობს ზუგდიდში, გემოვნებიანი, კულტურული. მე ძალიან მადლობელი  ვარ ასეთი თბილი შეხვედრისთვის“.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!