ქართული ნარკოპოლიტიკა და ზუგდიდელები


დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აქტიურ მოქალაქეებთან, რომლებმაც  იმსჯელეს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, მისი გადაჭრის გზებზე, სახელმწიფოს მიდგომებზე და პასუხიმგებლობაზე.  შეხვედრაზე საიას ზუგდიდის ოფისის ხემძღვანელმა მიშა ჯახუამ ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მისი განცხადებით, „სასამართლოს გადაწყვეტილებამ არსებითად შეცვალა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოქმედ ნარკოპოლიტიკაზე და ეს გადაწყვეტილება შეიცავს მთელ რიგ დებულებებს, რაც უბიძგებს სახელმწიფოს და ავალდებულებს, რომ შეცვალოს თავისი დღეს  მოქმედი რეპრესიული დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და გახადოს ის ბევრად უფრო ჰუმანური და ადამიანის ღირსებაზე ორინტირებული.

ასოციაცია „ქსენონის“ წარმომადგენლის  დავით დგებუაძის თქმით, „ქსენონი“ 2005 წლიდან მუშაობს ამ თემებზე. ორგანიზაცია საჭიროად მიიჩნევს სამკურნალო ცენტრების არსებობა, რათა მოხდეს პაციენტების რესოციალიზაცია. მისი გამარტებით,“ორგანიზაციაში პაციენტთა მომართვიანობა მაღალია, ადამიანებს ჩვენ ვაწვდით საინექციო საშუალებებს, ვატარებთ ანალიზებს სხვადასხვა დავადებებზე და ხშირ შემთხვევაში, ადამიანთა უმრავლესობას უჩნნდება შიშის მომენტი – არ იქმნენ შემჩნეულნი სამართალდამცავების მხრიდან, რაც ხელს უშლის სრულყოფილად მიიღონ ჩვენი სერვისმომსახურეობები.

ნარკოპოლიტიკის დახვეწაზე საქართველოში საუბრობს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ის ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოს ახალი პარლამენტი, რომელიც შეიკრიბება, დაიწყებს მსჯელობას, რათა მოხდეს საკანონმდებლო ხარვეზებზე მუშაობა, რომელიც ბუნებრივია, ახლავს ნარკოპოლიტიკას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=SJ32ujWzGzc[/embedyt]

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლელა ქებურია აცხადებს, რომ  „სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს სითამამე და უნდა განახორციელოს უფრო ლიბერალური მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=50o1AWASaiU[/embedyt]

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ზარქუა ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს ინდივიდზე, – ასეთი ადამიანები და არ უნდა გაიმეტოს  ციხისთვის. მისი აზრით, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება უნდა იყოს დეკრიმინალიზებული და ამის გამო ციხეებში არ უნდა იჯდნენ  ადამიანები”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Bg3_sZwnji0[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!