თანამედროვე ტიპის ბაღი ახალკახათელებისათვის


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წლის ნოემბერში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. სოფელში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების შენობის არ არსებობის გამო, ამ დროისთვის საბავშვო ბაღი განთავსებულია დაქირავებულ ოჯახში. საბავშვო ბაღი ორი ჯგუფისგან შედგება და სულ 57 აღსაზრდელი ირიცხება. მსურველ ბავშვთა რაოდენობა დამატებით 30 –ს შეადგენს , თუმცა არსებულ ბაღში ფართის სიმცირის გამო ბავშვების მიღება ვერ ხერხდება.
ახალკახათში, ორსართულიანი, თანამედროვე ტიპისა და ევროპული სტანდარების სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება და ის 2016 წლის მარტში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებისთვის ჯამში 64 1519 ლარი გამოიყოფა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!