მალე-“ზუგდიდელების” ახალი ნომერი


მალე, ზუგდიდის საზოგადოება მიიღებს ჟურნალ “ზუგდიდელების” ახალ ნომერს, რომელიც შემოგთავაზებთ ინტერვიუებს, ნარკვევებს, ჩანახატებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და ჩვენთან ერთად ქმნიან ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ისტორიას. ზუგდიდელი ჟურნალისტები თქვენთვის ცნობილ სახეებთან ერთად წარმოგიდგენენ იმ ახალ სახეებსაც, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ზუგდიდსა და ზუგდიდს გარეთ, საქართველოს გარეთ, ეფერებიან და უფრთხილდებიან ქალაქისა და ქვეყნის ტრადიციებს.

მაშ ასე, ძალიან მალე, ნაცნობი და უცნობი ზუგდიდელები ჟურნალ “ზუგდიდელების” ახალ ნომერში.

ჟურნალი გაიყიდება ქალაქის საგაზეთო ჯიხურებში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!