ზურაბ აზარაშვილი – რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები


  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული, რომ „ომიკრონის“ შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულების მკურნალობა სათანადოდ უზრუნველყოს.

მისივე თქმით, შეუკვეთეს და რამდენიმე კვირაში ქვეყანა დამატებით მიიღებს „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტებს, რომლებიც, როგორც მინისტრი ამბობს, კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტურია.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებულია. ის მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახორციელებთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ.

„დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე რეანიმაციის და კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად, უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!