- დღეს, ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, წმინდა მოციქულების პეტრეს და პავლეს სახელობის ახალი ტაძარი აკურთხეს. საზეიმო წირვა ზუგდიდსა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა.
ტაძრის კურთხევას და საზეიმო წირვა-ლოცვას საპატრიარქოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი დაესწრო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ამდინისტრაციის ინფორმაციით, ტაძრის მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა. პეტრე და პავლეს სახელობის ტაძრის ქტიტორები – ბიზნესმენები, ძმები – ალექსანდრე, თენგიზ და ვახტანგ ხარებავები არიან.