ცესკოში შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს


  • ამ წუთებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი ე.წ. კარუსელებს ხელს უწყობდნენ.

„თქვენი, საოლქოდან დანიშნული რეგისტრატორები მონაწილეობდნენ ე.წ. კარუსელებში და სწორედ ეს ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც გაყალბებული პირადობით, სხვის მაგივრად აწერინებდნენ ხელს ადამიანებს. გაქვთ თუ არა თქვენ ინფორმაცია, რატომ მოხდა, რომ ზუგდიდის 33 უბანზე არ ფიქსირდება ვიდეოფიქსაცია, რაზეც ჩვენ საოლქო საარჩევნო კომისიაში გვითხრეს, რომ არ აინტერესებთ 33 უბანზე რატომ არ არის ვიდეოკამერების ჩანაწერები. რეალურად, შემაჯამებელი ოქმი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა არა არის ზუგდიდელების ნების გამოხატვა, ეს არის „კანონიერი ქურდების“ და ძველი ბიჭების ჩატარებული არჩევნები, რომელსაც ახლა თქვენ დანაშაულებრივად უფორმებთ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მერობის კანდიდატები. სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ 11 საჩივარი უნდა განიხილონ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!