ზუგდიდში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა


  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა Arveladze Foundation – ფონდი არველაძე-ის მხარდაჭერით, ზუგდიდში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს.

ღონისძიებას ძმებ არველაძეებთან ერთად ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თემურ ქეცბაიაც დაესწრო.

“ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე წლებია საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში სკვერის ბიბლიოთეკებს აწყობს, ამარაგებს უახლესი ლიტერატურით და ამით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ, წიგნის კითხვის მოტივაციას და თანამედროვე ლიტერატურის გაცნობის საშუალებას აძლევს. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება”, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!