ზუგდიდში რეწვის ცენტრი “სტუდია მოზაიკა” გაიხსნა


  • ლტოლვილთა დანიის საბჭომ (DRC) ზუგდიდის რეწვის ცენტრი “ სტუდია მოზაიკა“ ოფიციალურად გახსნა.

რეწვის ცენტრი ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, KfW-თბილისის ოფისის დირექტორთან ბირგიტ ჰოლდერიდისთან და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან ვინსენტ დონტოტთან ერთად გახსნა.

ზუგდიდის რეწვის ცენტრი პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში აშენდა.

ზუგდიდის მერის განცხადებით,
რეწვის ცენტრი „სტუდია მოზაიკა“ სრულ თანხვედრაშია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებულ კულტურის განვითარების სტრატეგიასთან, რომელიც EU4Culture-ის პროექტის ფარგლებში შემუშავდა. კერძოდ, კი ეხმიანება ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანსწრაფვას –  ზუგდიდი აქციოს ხელოვნებისა და რეწვის შემოქმედებით ქალაქად. ამან გამოიწვია დონორთა ინტერესი 2022 წლიდან და  პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის მეშვეობით გაიხსნა ხის სათამაშოების წარმოების სახელოსნო,  სოციალური საწარმო ,,დადარის” ხელმძღვანელობით.
ცენტრის მიზანია, რეწვის მიმართულებით ხელი შეუწყოს უნარების განვითარებას,  შემოიტანოს ექსპერტიზა რეგიონში სექტორების მიხედვით და ხელი შეუწყოს რეგიონის ბიზნესების პოპულარიზაციას.

ღონისძიებაზე ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია, სადაც რეწვის ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრეს.
რეწვის  ცენტრი აშენდა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში.

ლტოლვილთა დანიის საბჭომ პროექტში მონაწილეობა მიიღო როგორც პროექტის აღმასრულებელმა სააგენტომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, რომელიც წარმოადგენს გრანტის საბოლოო მიმღებს.

ზუგდიდის რეწვის ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე პროექტის პარტნიორები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. მათ შორის, გერმანიის საელჩო საქართველოში, პოლონეთის საელჩო საქართველოში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KfW), პროექტის პარტნიორი – დევნილთა, ეკო-მიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობა, პროექტის ბენეფიციარები-ადგილობრივი რეწვის ოსტატები და რეწვისა და კულტურის სექტორში ჩართული ინსტიტუტები.

ცნობისთვის, ზუგდიდის მერიისა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს თანამშრომლობით, ზუგდიდში  ლტოლვილთა დანიის საბჭომ შემდეგი პროექტები განახორციელა:
აშენდა  ლაღიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუგდიდის #1 საბავშვო ბაღს
აშენდა რეწვის განვითარების ცენტრი და მის ბაზაზე ხის მხატვრული დამუშავების პავილიონი (სადაც ეხლა აქტიურად მიმდინარეობს ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოება. პოლონეთის საელჩოს პროექტის ფარგლებში 10 ადამიანის გადამზადება მიმდინარეობს, რომ შემდეგში დასაქმდნენ ამ პროფილით).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!