ზუგდიდში, მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


  • ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ზუგდიდში მესხიას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულის დედა განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდში, მესხიას ქუჩის მიმდებარედ რამდენიმე ათეულ მოზარდს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 14 წლის საბა მამფორია გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!