სასახლეში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასახლეში “მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები 2023’’ ფარგლებში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინფორმაციით, ღონისძიება სასახლის შემოქმედებითი და ინტელექტუალური ჯგუფების სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა.

ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი” მეტყველებაში დამკვიდრებულ შეცდომებსა და მათ სწორ ფორმებთან დაკავშირებით საზოგადოებაში სპეციალური ფლაერები სლოგანით: “ჩვენ ვიცავთ ქართული ენის სიწმინდეს“ გაავრცელა.

ინტელექტკლუბმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ინტელექტუალური თამაში “მოაზროვნე’’ და შეხვედრა თემაზე: “ენა შემკული და კურთხეული“ ჩაატარა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა, მოსწავლეებში ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას, ქართული ენის სიყვარულს და ტრადიციების პატივისცემას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × three =

Akismet ანტისპამი