ზუგდიდში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 223 ნიმუშებიდან 66-ზე დადებითი პასუხია.
აქედან 38 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 17 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 21 კი ცხელებით და სხავადსხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან.
6 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, 5 შემთხვევა  სენაკში, 4 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, ასევე 2 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში, 2 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში, 1 შემთხვევაა წალენჯიხაში, ოკუპირებულ აფხაზეთს კი უკავშირდება 7 შემთხვევა.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 12 პირი. მათ შორის 8 რუხის კლინიკიდან და 4 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (6 ზუგდიდი, 1 ფოთი, 1 გურიის რეგიონიდანაა, 3 ხობელია და 1 ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 197 ადამიანი.
არის გარდაცვალების ერთი ფაქტი, გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი, “ოქროს ბირჟის” კლასტერი. მოქალაქე მკურნალობის კურსს გადიოდა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში. მას თანმდევუი დაავადებები ჰქონდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!