ზუგდიდში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 390 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 25 -ზე დადებითი პასუხია, ასევე არის 11.10.2020 აღებული ნიმუშის 3 დადასტურებული შემთხვევა, რომლებიც კვლევაში იყო დარჩენილი.
აქედან 18 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 8 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, 1 მოქალაქის ინფიცირება თბილისში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 9-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.
4 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან სამი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეოთხეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
3 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, სამივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.
2 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში, ორივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
1 შემთხვევაა სენაკში, რომელიც თბილისის მოგზაურობას უკავშირდება.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 253 მოქალაქეს.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პაცეიენტი, მათგან 5 ზუგდიდელია, 1 ხობის მაცხოვრებელია და 1 ფოთელია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 136 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!