ზუგდიდში ბეჭვაიების 14 სულიან ოჯახს გუბერნატორის მოადგილემ ფულადი თანხა, მერიამ კი სასურსათო მარაგი გადასცა


  • სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ზუგდიდში მცხოვრებ ბეჭვაიების 14 სულიან ოჯახს ხელფასიდან 500 ლარი აჩუქა, ბეჭვაიებს 11 შვილი ყავთ, მათ ზუგდიდის მერიისგან დღეს სასურსათო მარაგიც მიიღეს.

“ამ პერიოდში არაერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ვეხმარებით, მხოლოდ ზუგდიდში 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო დახმარება, მე პირადად გადავწყვიტე ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადავცე ბეჭვაიების 11 შვილიან ოჯახს. მათ მიიღეს სასურსათო ნობათი მერიისგან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა ოჯახს ვისაც, ამ რთულ პერიოდში ამის საჭიროება აქვს” – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

ზუგდიდის მერია მრავალშვილიან ოჯახებისთვის სახვადასხვა სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. ბეჭვაიები მუნიციპალიტეტისგან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობენ, ასევე ჩართული არიან უფასო სასადილოს ყოველდღიურ მომსახურებაში. „COVID19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გააფართოვა სოციალური მიმართულება. უკვე 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო სასურსათო პაკეტი, ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურად საქმიანობას. თითოეული მოქალაქე იგრძნობს ძალიან აქტიურ მხარდაჭერას” – განაცხადა ზუგდიდის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!