მერაბ ქვარაია ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ


ჩატარდა ქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა, სადაც ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ მერაბ ქვარაია აირჩიეს. ასევე, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულიქნა გიორგი თოდუა.  მერაბ ქვარაია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელია. გიორგი თოდუა ,,რესპუბლიკური პარტიის”, ორივე კი, კოალიცია ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატია და ხმათა დამაჯერებელი ოდენობით დაამარცხეს არჩევნებზე კონკურენტები.  2012 წლის არჩევნების შემდეგ ორივე დეპუტატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეების მოვალეობას ასრულებდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სარწმუნო წყაროს ცნობით, ამ ორ დეპუტატს შორის არსებობდა სერიოზული დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკითხი კულისებშივე მოგვარდა და დღეს, საკრებულოში,  წაკითხულიქნა განცხადება, სადაც 10 ხელმომწერი დეპუტატი მერაბ ქვარაიას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ერთხმად არჩევაზე თანხმდებოდა. საკრებულოში 15 დეპუტატია და როცა 10  თანხმდება და ერთი მიზნისათვის ერთიანდება, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ასე, რომ გიორგი თოდუა ეტყობა, იძულებული გახდა დამორჩილებოდა სიტუაციას და კენჭისყრის დროს თვითონაც ხმა მისცა მერაბ ქვარაიას, რადგან ქვარაიას არჩევა მოხდა 12 ხმით.  სამმა ნაციონალმა დეპუტატმა არ მისცა ხმა განსხვავებული პოლიტიკური ხედვის,  ზოგი მათგანისათვის მეგობარ ქვარაიას, მაგრამ ,, ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის” ერთადერთმა წარმომადგენელმა თენგიზ ხარჩილავამ, როგორც თავად განაცხადა საჯაროდ,  ქვარაიას, ავანსად, როგორც ძველ მეგობარს,  ხმა მისცა, მისი გამარჯვების შანსები გაზარდა და წარმატებებიც უსურვა. სხდომაზე დამტკიცდა საკრებულოს მუშაობის რეგლამენტი.  18 ივლისს ქალაქის საკრებულო განაახლებს მუშაობას და განიხილავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კომისიებისა და ფრაქციების შექმნა და დამტკიცება.

ქალაქის საკრებულოს სხდომა გახსნა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნანა ოყუჯავამ, რომელმაც უფლებამოსილების დამადასტურებელი ბარათი გადასცა თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას და უფლებამოსილების მინიჭება მიულოცა ქალაქის საკრებულოს 15 წევრს. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უძღვებოდა საკრებულოს უხუცესი წევრი თენგიზ ხარჩილავა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!