საქართველოს პროკურატირის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული, რომელმაც უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, შემდეგ კი ორჯერ მიჰყიდა მოქალაქეს, დამნაშავედ ცნო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ზუგდიდის სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა




