ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური გუნდის წევრები საკუთარი ხელფასების 1/3 კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური გუნდის წევრები საკუთარი ხელფასების 1/3 კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. აღნიშნული განცხადება მერმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

“ჩვენ მერიის პოლიტიკური გუნდი ვუერთდებით, მმართველი პარტიის ინიციატივას, კორონავირუსით დაზარალებული ფონდის სასარგებლოდ ჩავრიცხოთ ჩვენი ხელფასის 1/3 და ეს თანხები მოხმარდეს, ამ ვირუსით მიყენებული ზიანის აღდგენას, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება სხვადასხვა სფეროს დახმარება, სხვადასხვა მიმართულებით – ეს იქნება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს. კორონავირუსი არის მნიშვნელოვანი და რთული გამოწვევა, შესაბამისად თითოეული მოქალაქე ვალდებულია გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ამ კუთხით და ჩვენ, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩვენი წვლილი შეგვაქ ამ საქმეში”,-განაცხადა გიორგი შენგელია.

 

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!