სასაჩუქრე პაკეტები მოწყვლადი ჯგუფებისთვის


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტებს დაარიგებენ.

“ჩვენ ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, ზუგდიდში შევქმენით გარკვეული აქტივები, მათი დახმარებით შევისყიდეთ პროდუქტები, რათა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დავეხმაროთ პირველადი სასურსათო პროდუქტებით. დაახლოებით 1 400 სასაჩუქრე პაკეტი არის გამზადებული სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. საუბარია შშმ პირებზე, სმენადაქეითებულ და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეებზე, იმ ადამიანებზე რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება ჩვენი მხრიდან, ასევე დაბალქულიან სოციალურად დაუცველ ოჯახეზე. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ბიზნესმენებთან ერთად, კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად მოვიცვათ ეს ოჯახები,”-განაცხადა მერმა.

მერის ინფორმაციით, ოჯახებს მერიის თანამშრომლები და მოხალისეები დაარიგებენ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!