ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო


  • ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ საზეიმოდ აანთო და მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. 

“დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ ჩემო ზუგდიდელებო,! სადადიანოდან ევროპული კულტურის, ტრადიციებისა და სიყვარულის ქალაქიდან ვულოცავ ჩვენს სამშობლოს.2023 წელი ყოფილიყოს გამთლიანების, მშვიდობის, ბედნიერების და დიდი წარმატების მომტანი. განსაკუთრებით ვულოცავ შობა-ახალი წლის მახარობლებს ჩვენს პატარებს. ბედნიერი მომავალი მათ. ვულოცავ ჩვენს ძირძველ კუთხეს, აფხაზეთს, ენგურს გაღმა საქართველოს. მონატრებით ვუწვდით მათ სიყვარულის ხელს და გვჯერა რომ ჩვენ გავმთლიანდებით და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს. მრავალს შობა – ახალ წელს ჩემო საქართველო!“

საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული მუსიკალურ-თეატრალური სტუდია ,,რიბი-რაბო”,

მუსიკალური სტუდია ,,რეტრო”,

სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საგუნდო-სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი,

ეპარქიასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი,,ხარება”,

ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული ბენდი ,,ბოლო ოთახი”.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!