ზუგდიდის მერია წელს პირველად აკვათერაპიას დააფინანსებს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საკითხთა შემსწავლელი კომისია, პირველ სხდომაზე შეიკრიბა და 6 განცხადების დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო.

2 ოჯახი ჩაერთო სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების  ქვეპროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვის ყოველთვიურად ფულად დახმარებას, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტების (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოსი), ჰიგიენის საშუალებების და საკანცელარიო ნივთების შეძენას.

4 ბენეფიციარს აკვათერაპია დაუფინანსდა.

ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ბავშვებს ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ წყლის თერაპიას წელს პირველად უფინანსებს. სერვისით 18 წლამდე ასაკის, სხვადასხვა პათოლოგიის მქონე 20 ბავშვი ისარგებლებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!