ლუკასი თოდუა ევროპის ჩემპიონია


  • ლუკასი თოდუა ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ზუგდიდელმა ძალოსანმა 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U15) , საქართველოს ნაკრებიდან ლუკასი თოდუამ (75 კგ.) იასპარეზა

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა კონტინენტის პირველობაზე მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 118 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
თოდუამ აკვრაში დაძლეული 145 კილოგრამით კიდევ ერთი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 263 კილოგრამითაც.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two − two =

Akismet ანტისპამი