“ზუგდიდდასუფთავება” მოსახლეობას მიმართავს


  • “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრი მოსახლეობას მიმართავს:

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები განკუთვნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის. ასეთ ურნებში ყოვლად დაუშვებელია აალებადი ნივთიერებების, სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენების ჩაყრა. რის შედეგადაც ზიანდება სანაგვე ურნები და სპეცტექნიკა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, გახშირდა ნაგავშემკრები კონტეინერების დაზიანების ფაქტები. მოგახსენებთ, რომ მსგავსი ქმედება ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს. გაცნობებთ , მომართვის შემთხვევაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” უზრუნველყოფს სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენების გატანას. ღირებულება 2 მ3 -მდე (1 გზობა) შეადგენს 91,85 ლარს.

საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 0(415) 25 32 17″.-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!