10 ოქტომბრამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. მხოლოდ 5 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე დათბება.

თბილისში მიმდინარე კვირაში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 5 ოქტომბერს დღის საათებში +29, +31, 6-7 ოქტომბერს +25, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 8-9 ოქტომბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და კიდევ აგრილდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!