“ზუგდიდდასუფთავებამ” ქალაქის ტერიტორიაზე გეგმიური ინსპექტირება განახორციელა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ქალაქის ტერიტორიაზე გეგმიური ინსპექტირება განახორციელეს. მათ მიერ განხორციელებულ ინსპექტირებას ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა.

“ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასა და მეწარმეებს მოუწოდეს თავი შეიკაონ გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, მდინარე) დანაგვიანებისგან, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითეს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. ხოლო, რაც შეეხება მუყაოს ყუთებს, დაკეცილ, დანაწევრებულ მდგომარეობაში მოათავსონ ნაგავშემკრებ კონტეინერებში.”-აღნიშნულია “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციაში.

“ზუგდიდდასუფთავება” მოსახლეობას მიმართავს გარემოს დანაგვიანების ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ფარგლებში ყველა სამართალდამრღვევ პირს დააჯარიმებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!