- უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევისტსთან ერთად ლვოვში ჩავიდა. პრეზიდენტებმა მეუღლეებთან ერთად პატივი მიაგეს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას.
უკრაინის პრეზიდენტმა ერთ-ერთი საავადმყოფო მოინახულა, სადაც უკრაინელი სამხედროები მკურნალობის კურსს გადიან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.