საპირისწამლეები დადიანების კოლექციიდან


  • საპირისწამლე ანუ თოფისწამლის, იგივე დენთის სატარებელი ჭურჭელი, გახლავთ მეტად საინტერესო ნივთი, რომელსაც ქართველები იარაღთან ერთად მუდმივად თან ატარებდნენ. იგი მზადდებოდა სხვადასხვა მასალისაგან. მისი დამზადების ისტორია შეიძლება ვივარაუდოთ, დაახლოებით XVII-XVIII საუკუნეებიდან, კერძოდ, კაჟიანი თოფების პერიოდიდან.

საპირისწამლეები კეთდებოდა ხის, რქის, თითბირისა და ვერცხლისაგან. ქართულ და ზოგადად კავკასიურ საპირისწამლეებს ძირითადად მოღუნული, რქისებური ფორმა აქვთ, არსებობდა აგრეთვე გულის ფორმიანი საპირისწამლეებიც.

მეიარაღე ხელოსნები, როდესაც დაამთავრებდნენ თოფის მორთვა-მოპირკეთებას, მისსავე დეკორატიულ გაფორმებას უკეთებდნენ საპირისწამლეებსაც, მაგრამ იყო გარკვეული შემთხვევები, როცა დენთის ჭურჭლის ცალკე მომზადება იყო აუცილებელი, ასეთი შემთხვევისთვის დამზადებული საპირისწამლეები გამოირჩეოდა სადა მორთულობით.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ აქრქიტექტურული მუზეუმის ფონდებში (ყოფისა და ეთნოგრაფიის, გამოყენებითი ხელოვნების) დაცულია როგორც მოღუნული ფორმის, რქისგან დამზადებული საპირისწამლე, დამშვენებული ოქროსფერი ორნამენტირებული ლითონის სალტით და ჩამოსაკიდი კაუჭით, ისე ხისგან დამზადებული გულისფორმიანი ჭურჭელიც, რომელიც დამშვენებულია ხეზე კვეთილობით შესრულებული ორნამენტებით. აქვეა დაცული ორნამენტირებული ვერცხლის ფირფიტით მოჭედილი ექვსი, ერთმანეთზე გადაბმული ოვალური ფორმის XIX საუკუნის საპირისწამლე, რომელსაც აქვს ხუფები და ჩამოსაკიდი.

სამივე ექსპონატი გამოფენილია ნიკოსეული სასახლის დროებით საგამოფენო სივრცეში პროექტის, ,,რაინდთა დარბაზის“ ფარგლებში.

ლალი ჭითანავა

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ყოფისა და ეთნოგრაფიის ფონდის მცველი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!