- ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ინფორმაციით, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხვალ, 15 ივლისს, მუნიციპალური ავტობუსი №7 ლაზის ქუჩის ნაცვლად, მისი პარალელური ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს თავისუფლების ქუჩიდან, ლერმონტოვის ქუჩის გავლით გადააადგილებს.
ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში №7 ავტობუსის მარშრუტი დროებით შეიცვლება
